ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი კარანტინში იმყოფება
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი, ფრანკ ბაკე-იენსენი კარანტინში იმყოფება.
როგორც ადგილობრივი მედია თავად მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება, ბაკე-იენსენი უახლოეს დროში ყველა შეხვედრას აუქმებს, რადგან შესაძლოა, კორონავირუსის მატარებელი იყოს.
მინისტრის საბოლოო დიაგნოზი ცნობილი ჯერ არ არის.