იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები 597,506 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები, ჯამურად, 597,506 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 625,222 მგზავრი). კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. 2020 იანვარ-თებერვალში საქართველოს ყველა აეროპორტში 2,923 რეისი განხორციელდა, რაც -11% ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2020 წელი – 3,298 რეისი).
თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდა, თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის თებერვალში 187,975 მგზავრს მოემსახურა, რაც -21 % ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 238,432). რაც შეეხება ჯამს ორი თვის ჭრილში: შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში აქაც კლება ფიქსირდება. იანვარ-თებერვალში თბილისის აეროპორტი 399,557 მგზავრს მოემსახურა. რაც -19% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 490,608 – მგზავრი). ამის მიზეზი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა. ასევე, ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული საჰაერო მიმოსვლაა. კლება ფიქსირდება რეისების კუთხითაც. ორი თვის ჭრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯამში -23 % შემცირდა. (2020 წლის 2,081 რეისი, 2019 წლის იანვარ-თებერვალი 2,707 რეისი).
თბილისისგან განსხავებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 18,250 მგზავრმა ისარგებლა. რაც 28 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 14,279 მგზავრი). ორი თვის ჭრილში კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 40,251 მგზავრს მოემსახურა, რაც 33 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 30,252 მგზავრი).
საგრძნობლად გაიზარდა 2020 წლის თებერვალში მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი თებერვალში 74,477 მგზავრს მოემსახურა, რაც 57% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის წელი 47,573 მგზავრი). ორი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51 % გაიზარდა და 156,285 მგზავრი შეადგინა. (2019 წელი 103,468
მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს:
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის თებერვალში მგზავრთნაკადი 84% გაიზარდა და 646 მგზავრი შეადგინა. (2019 წლის იანვარი 351 მგზავრი).
ამბროლაურის აეროპორტით გასულ თვეს 38 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 % გაიზარდა. (2019 წელი 35 მგზავრი).
ადგილობრივ აეროპორტები, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ჯამურად 1,413 მგზავრს მოემსახურნენ. რაც 58 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 894 მგზავრი).