დღეს სტრასბურგში „თეთრი ქარავანის“ ჩვენება გაიმართება

დღეს სტრასბურგში ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმს – „თეთრ ქარავანს“ აჩვენებენ.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „თეთრი ქარავანი“ სექციაში – Cannes Classics იქნება წარმოდგენილი.
სტრასბურგში ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს – კვირეული ქალაქის უძველეს კინოთეატრში ტარდება.
რეტროსპექტივა ოთარ იოსელიანის ფილმით გაიხსნა, რომელიც სტრასბურგში სპეციალურად ჩავიდა.
კვირეული 15 მარტს დაიხურება.
ფილმის გადაღება 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. „თეთრი ქარავანის“ სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ.
ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“ 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ ფილმი კანის კინოფესტივალს დაუბრუნდა და 2019 წელს ხელმეორედ იყო წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები