„რუსები საქართველოში“ – ახალი წიგნების გამოცემას პრესკონფერენცია მიეძღვნება

11 მარტს, 12:00 საათზე, „სპუტნიკ-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ახალი წიგნების გამოცემას სერიით – „რუსები საქართველოში“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ახალი გამოცემები ეძღვნება იმ რუსი კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ხშირად იმყოფებოდნენ საქართველოში. აქ ქმნიდნენ, მეგობრობდნენ, უყვარდათ…
ამჯერად სერიაში წარმოდგენილები არიან: მხატვარი გრიგოლი გაგარინი, პოეტი ანდრეი ვოზნესენსიკი, მხატვარი ალექსანდრა კოსტიურინა-თავაძე, მომღერალი ფეოდორ შალიაპინი.
პრესკონფერენციაში მონაწილეობენ:
სერიის „რუსები საქართველოში“ კოორდინატორი – ნინა ზარდალიშვილი-შადური;
ჟურნალ „რუსკი კლუბის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე – ვლადიმირ გოლოვინი;
მხატვარი-გრაფიკოსი – ოლესია თავაძე;
ჟურნალისტი – მარინა მამაცაშვილი;
პოეტი – მზია ხეთაგური;
მთარგმნელი – ირინე გოჩაშვილი.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი №61, მე-5 სართული, ბლოკი С.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები