“გახანგრძლივდება თუ არა სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი”
გახანგრძლივდება თუ არა სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის მიხედვით მოხდება.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარების მიხედვით, გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრთან არებული საბჭო მიიღებს, გახანგრძლივდეს თუ არა არდადეგები.
სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში არდადეგები ამ დროისთვის 16 მარტამდე არის გამოცხადებული.