ლადო გუდიაშვილის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა 8 აპრილამდე გაგრძელდება

ლადო გუდიაშვილის ფონდში გამოფენა – „დანიშნულების ადგილი“ მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია ლადო გუდიაშვილის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
გამოფენა ასახავს დიდი მხატვრის მრავალფეროვან და მრავალმხრივ შემოქმედებას.
დათვალიერება შესაძლებელია ყოველ დღე, 11:00 – 18:30 საათზე,
ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.
გამოფენა 8 აპრილამდე გაგრძელდება.
მის,.ლადო გუდიაშვილის ქ.11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები