ვახტანგ კახიძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

13 მარტს, 20:00 საათზე, ჯაზკლუბ „ზინგერში“ ვახტანგ კახიძის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „რუსთავი“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შესრულდება მაესტრო ჯანსუღ კახიძის სიმღერები.
კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მოტივირებულ, ნიჭიერ და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს დაეხმარება.

„ზინგერის“ ჯაზის ფონდის ანგარიშის ნომერი:
GEL: GE33TB7333236080100009
USD: GE38TB7333236120100003
EUR: GE11TB7333236120100004

მის: პეტრე მელიქიშვილის ქუჩა N1;  ჯაზკლუბი „ზინგერი“.
(თბილისის საკონცერტო დარბაზის ეზო).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები