პრეზიდენტმა დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება პოლიტიკურ პარტიებს შორის გუშინ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას და პირადად უხდის მადლობას საერთაშორისო თანამეგობრობასა და იმ ელჩებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს და დიდი წვლილი შეიტანეს შეთანხმების მიღწევაში.  ასევე, ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობდა ამ დისკუსიებში.

“გუშინ მიღწეული შეთანხმება საზოგადოების, ქვეყნისა და დემოკრატიისათვის წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ყველასთვის სასიხარულოა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. მასში როგორც საარჩევნო მოდელზე, ასევე, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები