წალენჯიხაში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი მოედო.

ცეცხლის კერებია, ასევე, მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში: ნაკიფუს, ჭალესა და ფახულანის ტერიტორიაზე.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მუშაობს სპეცტექნიკა. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის ჩაქრობის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებსაა მოდებული. უწყების ინფორმაციით, 20-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს ცეცხლის ლოკალიზებას. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები