ქარელის მერმა სოფელ რუისში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა სოფელ რუისში N2 და N3 საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ადგილზე უკვე დასრულდა სანიაღვრე ღარის რკინა-ბეტონით მოწყობა და ამ ეტაპზე მომზადებულია საფუძვლის ქვედა და ზედა ფენები.
აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. სულ დაიგება 360 გრძ.მ გზის საფარი.
პროექტის ღირებულება 189 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს “შარა” ასრულებს .