დიდ დიღომში ეკლესია დაარბიეს – დაზიანებულია ხატები და სხვა საეკლესიო ინვენტარი (ფოტო)

თბილისში, დიდ დიღომში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში ვანდალური ფაქტი მოხდა. დაზიანებულია ხატები და საეკლესიო სხვა ინვენტარი. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ვანდალიზმის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა და მას თვითმხილველი არ ჰყავს. მისი თქმით, ეკლესია სავარაუდოდ ორმა პირმა დაარბია, რომლებმაც შიგნით სარკმლიდან შეაღწიეს.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ტაძრიდან ძვირფასი ნივთები და თანხა არ წაუღიათ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები