9 მარტი რეზო ჩხიკვიშვილის დაბადების დღეა

9 მარტი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობის რეზო ჩხიკვიშვილის დაბადების დღეა. მასზე ასევე გერმანიაში მცხოვრები პოეტი ირმა შიოლაშვილი წერს ფეისბუქის გვერდზე.
„დღეს რეზო ჩხიკვიშვილის დაბადების დღეა. დიდი მსახიობის, რომელმაც თავისი ნიჭიერება ქართულ და გერმანულ სცენაზე უკვე არაერთხელ დაამტკიცა. ის ყველა თაობის მაყურებელს უყვარს, მეც ძალიან მიყვარს და ვაფასებ, როგორც უნიჭიერეს მსახიობს და დიდ და შემდგარ პიროვნებას.
რეზოს შემოქმედებითი ენერგიის საიდუმლოც ალბათ სწორედ მისი მაღალი სულიდან იღებს სათავეს, მისი დიდი ადამიანობიდან და დიდი უბრალოებიდან. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ, კარგად ვიცნობ და ამიტომ ვუსვამ ხაზს მის პიროვნულ ღირსებებს.
დადგება დრო და უფრო მეტს მოვყვები რეზო ჩხიკვიშვილზე, ამ სტატუსით კი ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების წელი საჯაროდ მინდა ვუსურვო. ეს სურათი ჩემი გადაღებულია მის ოჯახში სტუმრობისას, ვიცი ძალიან საოჯახო ფოტოა, მაგრამ რეზოს ხასიათი ჩანს ზუსტად და ამიტომ ვაქვეყნებ“, – წერს ირმა შიოლაშვილი.
რეზო ჩხიკვიშვილი  1957 წლის 9 მარტს თბილისში დაიბადა. 1993 წლიდან მოღვაწეობს გერმანიის ქალაქ ესენში.
მსახიობი საქართველოში ხშირად ჩამოდის. ბოლო წლებში ითამაშა ფილმებში: „მომყიდეთ ქმარი“ (1999); „27 დრაკონი“ (2003); „ყავა და ლუდი“ (2006);
2010 წელს დათო დოიაშვილმა „მუსიკის ჰანგების” გადმოქართულებული ვერსიის სცენაზე დადგმა განიზრახა და რეზოს მთავარი როლი შესთავაზა. პრემიერამდე დრო ცოტა იყო – მხოლოდ 8 დღე. რეჟისორმა და მსახიობებმა საოცრება მოახდინეს. სპექტაკლი მაღალპროფესიულად მომზადდა და პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა. „აქ სულ სხვა თვალებია, სხვა ტაში, სხვა სუნთქვა, სხვა ემოცია“, –ამბობს მსახიობი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები