შუახევის მერის მოადგილემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირის დედას დედის დღე მიულოცა

შუახევის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე სოფელ ბუთურაულში აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს სტუმრობდა. შავაძემ იაგო მიქელაძის დედას, ეთერ მიქელაძეს დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

“მინდა, ყველა დედას მივულოცო დედის დღე. ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, სიკეთე და წარმატება. დღეს დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ ეთერ მიქელაძეს, რომელმაც გაზარდა გმირი შვილი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას”, – აღნიშნა რუსუდან შავაძემ.

იაგო მიქელაძე ცხინვალის მისადგომებთან 8 აგვისტოს დაიჭრა, მოგვიანებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით.

დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს 1,000-1,000 ლარი გადასცა. მეომრების ოჯახები ერთჯერად დახმარებას 3 000 ლარს აგვისტოს თვეშიც მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები