სოფელ ქედქედში ქვათაცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში ქვათაცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. საფრთხისშემცველ მონაკვეთებზე კლდის ლოდების აფეთქება-ჩამოშლა, ასევე, ტერიტორიის ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები უკვე შესრულებულია.
ღონისძიებებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათაცვენის პრობლემასთნ დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივები შეიკრიბნენ და შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართეს.