ქუთაისის თიზ-ში ფეროშენადნობების ქარხანა გაიხსნება

ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორის, სოსო ნიბლაძის ინფორმაციით, ქუთაისის თიზ-ში ფეროშენადნობების ქარხანა გაიხსნება. როგორც ნიბლაძე აცხადებს, ეს 6 თვეში მოხდება.

„უახლოეს მომავალში გაეშვება ჩინური ინვესტიციით შექმნილი ფეროშენადნობების ქარხანა. სამონტაჟო ნაწილი დასრულებულია და მიმდინარეობს ელექტროფიკაციის სამუშაობი. უახლესი 6 თვის განმავლობაში ეს პროექტიც ჩაეშვება, ამ პროექტშიც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციაა ჩადებული”, – აცხადებს სოსო ნიბლაძე.

მისივე თქმით, ქუთაისის თიზ-ისთვის 2019 წელი წარმატებული იყო, ვინაიდან განხორციელდა რამოდენიმე მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც უკვე ამოქმედდა, ან ახლო მომავალში ამოქმედდება.
ნიბლაძის ინფორმაციით, ქუთაიისის თიზ-ში უკვე ფუნქციონირებს საყოფაცხოვრებო ავეჯის საწარმო, ხოლო ახლო მომავალში ექსპულატაციაში შევა პლასტმასის წარმოება, სადაც 150 ადამიანი დასაქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები