ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. ბრალდებულ კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა გააუქმა და 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ცნობისთვის, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები