ბათუმის ავტოსადგურში საბჭოთა სიმბოლიკის დემონტაჟის მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა
არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას“ წარმომადგენლები ბათუმის ავტოსადგურში მდებარე მონუმენტიდან საბჭოთა სიმბოლიკის მოხსნას მოითხოვდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ნამგალისა და უროს ჩამოხსნის მიზნით, ადგილზე კიბეც მიიტანეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.
“ალტერნატივას“ წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკებს არ დაუშვებენ.
როგორც ავტოსადგურის დირექტორის მოადგილე “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განმარტავს, მონუმენტი აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია და აღების უფლება არ აქვთ.
ასლან გვარიშვილის განცხადებით, საბჭოთა სიმბოლიკის აღების მიზნით, მერიას ადრეც მიმართა, თუმცა, უწყებიდან უარი მიიღო.