იდლიბის რეგიონში რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა

სირიაში, იდლიბის საესკალაციო ზონაში, დასახლებულ პუნქტ მარათმისრინთან რუსეთის სამხედრო ავიაციამ სამოქალაქო ობიექტები დაბომბა. ამის შესახებ Anadolu წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მორიგი ავიაიერიში ხუთშაბათს, ღამით (ადგილობრივი დროით 3:30 საათზე) მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა 16, ხოლო დაშავდა 18 ადამიანი.

საჰაერო შეტევის შემდეგ ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რუსეთი სირიის ხელისუფლებას უჭერს მხარს, თურქეთი კი – ამბოხებულ ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები