“დემოკრატების” პრაიმერიზში ჯო ბაიდენი ლიდერობს – მან 14-დან 9 შტატში მოიგო
აშშ-ში „სუპერ სამშაბათი“ ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 14-დან 9 შტატში: ალაბამაში, ოკლაჰომაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ტენესიში, არკანზასში, მასაჩუსეტსში, მინესოტასა და ტეხასში ლიდერობს.
ბოლო მონაცემებით, ბაიდენმა გადაუსწრო ბერნი სანდერსს, რომელმაც მოიგო მშობლიურ ვერმონტში, იუტაში, კოლორადოსა და კალიფორნიაში.
ნიუ იორკის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა გაიმარჯვა ამერიკის სამოაში.
რაც შეეხება “რესპუბლიკელთა” პრაიმერიზს – მასში იგებს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
აშშ-ში „სუპერ სამშაბათს“ უწოდებენ სამშაბათს საპრეზიდენტო რბოლის პერიოდში, როცა შტატების უმრავლესობაში შიდაპარტიული არჩევნები მიმდინარეობს. მომდევნო „სუპერ სამშაბათი“ 10 მარტს გაიმართება. კიდევ 8 შტატის შედეგებია უცნობი.