მამუკა მდინარაძე: ჩვენი გამოსვლები, ბუნებრივია, დამოკიდებული იქნება იმ პათოსზე, რაც ექნება პრეზიდენტს
“ჩვენ ყურადღებით მოვუსმენთ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ ანგარიშსს, პრეზიდენტთან ერთად ქვეყანაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს შევაფასებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხება.
“ჩვენი გამოსვლები, ბუნებრივია, დამოკიდებული იქნება იმ პათოსზე, რაც ექნება პრეზიდენტს. ჩვენ ყურადღებით მოვუსმენთ, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შევაფასებთ მის გამოსვლას, ასევე, პრეზიდენტთან ერთად შევაფასებთ ქვეყანაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, მათ შორის პოლიტიკურ მოვლენებზეც იქნება საუბარი”, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.
პარლამენტის პლენარული სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.