საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის დედას დედის დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა და სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ოჯახი მოინახულეს. უწყების ინფორმაციით, სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ მუზაშვილის დედას დედის დღე მიულოცა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადასცა.
​ზურაბ მუზაშვილმა 13 ივნისის ღამეს, სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ზურაბი სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის გმირობისა და თავდადების მაგალითია. მისი ჩაფხუტი და აღჭურვილობა 13 ივნისის ღამის შემდეგ თბილისის სახანძრო მუზეუმში ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები