სანდრო გეგეჭკორის სოლოკონცერტი გაიმართება

3 მარტს, 20:00 საათზე, დედის დღეს და ფონდ „იავნანას“ დაბადების დღეს, პიანისტი სანდრო გეგეჭკორი პაატა ბურჭულაძის სალონში სოლოკონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაშია ბახის, ბეთჰოვენის, ლისტის, დე ფალიასა და კარტერის ნაწარმოებები.
სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში: კონცერტგებაუს სამეფო დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები