საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ​ფაშინიანს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია უმასპინძლებს. მათივე ცნობით, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გამართავს.
ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები