ფრიდონ ფუტკარაძე ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიაში იმყოფებოდა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიაში იმყოფებოდა, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან ერთად სამმხრივ რეგიონულ საპარლამენტო შეხვედრას დაესწრო.

თანამშრომლობის სამმხრივი სამიტი უკვე მეორედ გაიმართა და იგი ბრანდენბურგის ლანდტაგს, ქვემო სილეზიის სეიმიკსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

ვიზიტის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ და ტრჟებნიკის მერმა ხელი მოაწერეს დამეგობრების განზრახულებას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: პედაგოგების გადამზადების, ტურიზმის, სპორტისა და ეკონომიკის მიმართულებით.

ფრიდონ ფუტკარაძე, ვროცლავში მე-12 საერთშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალსაც დაესწრო, სადაც აჭარა წელს უკვე მეხუთედ მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები