ჯაბა ტყემალაძე: კორონავირუსი, რომელიც მალე მსოფლიოში პანდემიას გამოიწვევს, შექმნილია ამერიკელი, კანადელი და ჩინელი მეცნიერების მიერ, კაცთმოძულე მსოფლიო მმართველთა ინტერესების გათვალისწინებით

კორონავირუსი გახლავთ საბრძოლო ვირუსი, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა კანადის გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში მონღოლოიდური რასის მამაკაცების ამოსაწყვეტად, შემდეგ ვირუსის ნიმუშები გაგზავნილ იქნა რამდენიმე ლაბორატორიაში, რათა ომის შემთხვევაში ამერიკას გამოეყენებინა, როგორც ბიოლოგიური იარაღი, – ამის შესახებ თერაპევტი და მეცნიერი, ჯაბა ტყემალაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, სახეზეა მესამე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ფაზა, სადაც ბიოლოგიური იარაღი იქნა გამოყენებული.

“კორონავირუსი გახლავთ საბრძოლო ვირუსი, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა კანადის გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში მონღოლოიდური რასის მამაკაცების ამოსაწყვეტად. შემდეგ ვირუსის ნიმუშები გაგზავნილ იქნა რამდენიმე ლაბორატორიაში, რათა ომის შემთხვევაში ამერიკას გამოეყენებინა, როგორც ბიოლოგიური იარაღი. ზუსტად საიდან მოიპარეს ჩინელებმა, რა გზით მოხვდა ვირუსი უხანის ლაბორატორიაში ან საიდან გაჟონა მოსახლეობაში ჯერჯერობით დაუდგენელია. არადა, საყურადღებოა, რომ უხანის ლაბორატორიის მეცნიერებმა ღამურიდან კორონავირუსის ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობაზე წლების წინ დაიწყეს საუბარი, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი და ჩინელი მეცნიერები დაახლოებით 15 წელი მუშაობდნენ ბიოლოგიურ იარაღზე, რომელიც კაცთმოძულეთა ჯგუფს საშუალებას მისცემდა, გაენადგურებინა ადამიანთა მებრძოლი ნაწილი ბრძოლისუნარიანი მამაკაცების სახით. მეცნიერული სტატიების, გასაიდუმლოებული ლაბორატორიებიდან გამოჟონილი ინფორმაციებისა და მსოფლიო პრესაში დაწყებული კამპანიის ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი, რომელიც მალე მსოფლიოში პანდემიას გამოიწვევს, შექმნილია ამერიკელი, კანადელი და ჩინელი მეცნიერების მიერ კაცთმოძულე მსოფლიო მმართველთა ინტერესების გათვალისწინებით.

ყველაზე სანდო და კომპეტენტური მეცნიერები პერმანენტულად აქვეყნებენ კვლევებს სამეცნიერო ჟურნალებსა და გავლენიან ინტერნეტგამოცემებში, სადაც საუბარია კორონავირუსიდან მომდინარე საფრთხეზე, რაც მსოფლიოს მალე შეექმნება. ეს პროცესი ხელოვნური და მართვადია, სახეზე გვაქვს მესამე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ფაზა, სადაც ბიოლოგიური იარაღი იქნა გამოყენებული”,- განაცხადა ჯაბა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები