„მოგზაურის დღიურები“ – შეხვედრა ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

 2 მარტს, 18:30 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, შეხვედრების ციკლის, „მოგზაურის დღიურების“ ფარგლებში, გურამ შეროზიასთან შეხვედრას უმასპინძლებს.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, ბლოგერი, ლექტორი, მარკეტერი, მოგზაური გურამ შეროზია ისაუბრებს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ,  საინტერესო ამბებზე და  მოგზაურობასთან დაკავშირებულ რჩევებზე.
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17,  ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები