ჯონდო მდივნიშვილმა ლაგოდეხში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაათვალიერა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, გუბერნატორის მოადგილესთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

მერის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ,  პროექტების მიმდინარეობის  მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება და  სამუშაოების შესრულების ხარისხს და  ვადებს მაქსიმალური ყურადღება ექცევა.

მიმდინარე წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.  დღეის მდგომარეობით ,  14  მსხვილ ობიექტზე სამუშაოები უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები