ბელარუსში, ლიტვასა და ნიდერლანდებში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა

ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის, ირანელ სტუდენტს კორონავირუსი გამოუვლინდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ კარანიკმა განაცხადა.

მისი თქმით, უნივერსიტეტი, სადაც აღნიშნული სტუდენტი სწავლობდა, სწავლების ინდივიდუალურ პროგრამაზე გადადის.

ამჟამად, სტუდენტს ჯანრთელობის დარღვევის მინიმალური ნიშნები აქვს, ის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

სტუდენტები კი, რომლებთანაც კონტაქტი იმყოფება ირანის მოქალაქე საავადმყოშოფი დაკვირვების მიზნით მოათავსეს.

COVID-19-ის პირველი შემთხვევა ასევე ლიტვასა და ნიდერლანდებში გამოვლინდა.

ლიტვაში ვირუსი 39 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში ჩრდილოეთ იტალიიდან დაბრუნდა. ამჟამად ის ერთ-ერთ საავადმყოფოშია იზოლირებული.

გარდა ამისა, დაკვირვების მიზნით კლინიკაში ქალის ოჯახის სამი წევრია გადაყვანილი, არც ერთ მათგანს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.

ნიდერლანდებში კორონავირუსი 56 წლის მამაკაცს დაუფიქსირდა, ის ტილბურგის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მამაკაცი მილანს სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები