„საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული)“ პარტია: მოგიწოდებთ ეროვნულ ძალებს, სანამ ქვეყანა სრულ კოლაფსამდე არ მისულა, კრიზისიდან გამოსვლის რეალური გზები დავსახოთ

მოგიწოდებთ – პარიტეტულ საწყისებზე ყველა არამარგინალურ, პოლიტიკურ, არაპოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სხვა ეროვნულ ძალებს, სრულიად საქართველოს, გადავდოთ პირადი ამბიციები, დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და სანამ ქვეყანა სრულ კოლაფსამდე არ მისულა, დავსახოთ კრიზისიდან გამოსვლის რეალური გზები, ეროვნული ძალებით ჩავანაცვლოთ არსებული ანტიქართული ხელისუფლება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული)“ პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

როგორც პარტიის საორგანიზაციო მდივანმა გრიგოლ ქადიაშვილმა განმარტა, საქართველოში დღეს არ არსებობს პირველი, მეორე ან რომელიმე სხვა პოლიტიკური მმართველი ძალა, ან მასთან ასოცირებული ეგრეთწოდებული ოპოზოცია, რომელიც მოწოდებულია იზრუნოს საქართველოს კეთილდღეობისთვის.
„საქართველოში ამჟამად არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი დღეს არ დაწყებულა. იგი სათავეს იღებს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან: 1989 წლის სისხლიანი 9 აპრილის მოვლენებით მოპოვებული დე-იურე თავისუფლების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ეროვნული მთავრობა დამხობილ იქნა შეიარაღებული კომუნისტური ხუნტის მიერ, შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა შევარდნაძის რეჟიმმა დაიწყო ქვეყნის ფიზიკური და ეკონომიკური განადგურება – რასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, მოსახლეობის ლტოლვილებად ქცევა, ათასობით ადამიანის დაღუპვა… ქვეყანა ჯართად გაიყიდა…
ვინაიდან ამ რეჟიმმა ვერ მოახერხა ქართველი ხალხის სულიერი და მორალური გატეხვა, მოხდა მისი ჩანაცვლება „ნაციონალური მოძრაობით“, რომლის პარტიულ სახელს არანაირი კავშირი არ ჰქონდა მათ პოლიტიკურ მრწამსთან. ესენი არიან ლენინურ-ტროცკისტული უღმერთოთა საზოგადოების იდეების მგზნებარე გამტარებლები, რომლებმაც პირდაპირი, მიზანმიმართული მუხანათური შეტევა განახორციელეს – ქართულ მართლმადიდებლობაზე, მონარქიაზე, ადამიანის მორალსა და ღირსებაზე. შედეგად მივიღეთ ასიათასობით პატიმარი, მილიონობით იძულებით ემიგრირებული, საბანკო სისტემის მიერ დაკაბალებული და სახლ-კარდაკარგული მოსახლეობა.
უკიდურესობამდე მისული საქართველოს მოსახლეობა მძაფრად დაუპირისპირდა სააკაშვილის რეჟიმს, დაიწყო საპროტესტო აქციები და გამოსვლები.
სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოხდა ივანიშვილის „ოცნების“ მიერ სააკაშვილის რეჟიმის ფასადური ჩანაცვლება, მივიღეთ კოჰაბიტირებული ნაც-ქოცური ხელისუფლება, რომელიც სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან და შეთანხმებულად ძარცვავენ ქართულ სახელმწიფოს.
სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია საშინაო და საგარეო პოლიტიკა, არ ჰყავს პოლიტიკოსები. დღეს ეგრეთწოდებული პოლიტიკური ელიტა და მათ მიერ მართვადი ფსევდო – ოპოზიცია, ამოფარებული პატრიოტიაზმისა და დემოკრატიის ლოზუნგებს, მიზანმიმართულად, ერთმანეთთან სრულ უნისონში საქართველოს უფსკრულისაკენ მიაქანებს.
საქართველოში დღეს არ არსებობს პირველი, მეორე ან რომელიმე სხვა პოლიტიკური მმართველი ძალა, ან მასთან ასოცირებული ეგრეთწოდებული ოპოზიცია, რომელიც მოწოდებულია იზრუნოს საქართველოს კეთილდღეობისთვის.
გთავაზობთ გამოსავალს: მოგიწოდებთ – პარიტეტულ საწყისებზე ყველა არამარგინალურ, პოლიტიკურ, არაპოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სხვა ეროვნულ ძალებს, სრულიად საქართველოს, გადავდოთ პირადი ამბიციები, დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და სანამ ქვეყანა სრულ კოლაფსამდე არ მისულა, დავსახოთ კრიზისიდან გამოსვლის რეალური გზები, ეროვნული ძალებით ჩავანაცვლოთ არსებული ანტიქართული ხელისუფლება“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული)“ პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობრავას თქმით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს არც ხელისუფლება გვთავაზობს , არც ოპოზიცია.
„დღევანდელი ჩვენი შეკრების თემაა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური კრიზისი, რომლიდანაც გამოსავალს არ გვთავაზობს არც ხელისუფელბა, არც ე.წ. ოპოზიცია. საერთოდ, საით მივექანებით ,ჯერ არ ვიცით. ჩვენ ვართ პარტია, რომელიც დაფუძნდა 1989 წლის 10 აპრილის, ავადგასახსენებელი , სისხლიანი 9 აპრილის მეორე დღეს. დღიდან დაფუძნებისა ჩვენი თავმჯდომარე იყო აწგანსვენებული თეიმურაზ ჟორჟოლიანი , რომელიც ყველა მთავრობამ დაიჭირა, ბოლოს სააკაშვილის ციხეში სიკვდილის პირამდე მიიყვანეს და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. შემდეგ მე მერგო პატივი, ვყოფილიყავი ამ პარტიის თავმჯდომარე. ჩვენი პარტიული ბრძოლა დაიწყო იმ დღიდან, როცა უკვე დაფუძნდა პარტია. ჩვენი დევიზია: ღმერთი, მამული, მეფე. ჩვენ ვართ ქართველი, მართლმადიდებელი ხალხი, რომელსაც აქვს მიზანი, რომ საქართველოში დამყარდეს კონსტიტუციური მონარქია“- განაცხადა კობრავამ.
მისივე თქმით, პარტიის ბრძოლის გზა ძალიან გრძელი და მძიმე იყო.
„ყველა ბატალიაში, რ აც პოლიტიკაში, საქართველოში იყო, გვაქვს აქტიური მონაწილეობა მიღებული , გარდა ერთისა, ძმათამკვლელ ომში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. ყოველთვის ვგმობდით შეიარაღებულ, ძალადობრივ ქმედებას . ჩვენი გზა იყო განდის გზა, გვსურდა ჩვენი სიტყვით, სიმართლით, ღმერთის, ხალხის, სამშობლოს სიყვარულით ქვეყანა მიგვეყვანა არა დე იურე, არამედ დე ფაქტო თავისუფლებისკენ, ქართველ ხალხის რომ ნორმალურ ქვეყანაში ეცხოვრა. მაგრამ, ეს ასე არ გამოვიდა, იმიტომ, რომ როდესაც შეიარაღებულმა კომუნისტურმა პუტჩმა ჩამოაგდო პირველი და უკანასკნელი ლეგიტიმური პრეზიდენტი ზვაიდ გამსახურდია, მას შემდეგ თავზე დაგვასვეს კომუნისტური ხუნტა შევარდნაძის მეთაურობით. შემდეგ შვეარდნაძემ რაკი ვერ მოახერხა საქართველოს სრული განადგურება, ჩაანაცვლეს ლენინურ-ტროცკისტული რეაქციული ძალებით , მიშა სააკაშვილის სახით. გამოვედით ქუჩაში და დავგმეთ მიშას მოსვლა 2004 წლიდან, 2005, 2006 წელში, სანამ დაგვიჭრდნენ . უპრეცედენტო ოპერაცია ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით , 72 კაცი დაგვაპატიმრეს , ოფისები დაგვირბიეს,სახლებში შემოგვივარდნენ. ისეთი ოპერაცია ჩატარდა, მიშამ თქვა, ეს არის საუკუნის ოპერაციაო . რაც ყველაზე სასაცილოა ,სამშობლოს ღალატის მუხლი მოგვიყენეს. რაც შემდეგ გაპროტესტდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. როგორ შეიძლება სამშობლოს უღალატოს ადამიანმა? მაგრამ, მიშას ასე ეგონა, თვითონ იყო სამშობლო. მიშას თუ შეეწინააღმდეგბოდი, ე.ი სამშობლოს ღალატობდი. ამ დაპატიმრებების შედეგად ჩვენი პარტიის თავმჯდომარე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ციხეში . სასწაულია ის, რ ომ ამ ვითომ დემოკრატიულმა მთავრობამ რომელიც შემდეგ ბიძინას სახით მოგვევლინა, ისიც კი ვერ გაიმეტა, რომ თემურ ჟორჟოლიანისთვის პოლიტპატიმრის წოდება მიენიჭებინათ. პრინციპში არც გვჭირდებოდა, მაგრამ ეს ბოდიშის მოხდის ჟესტი იქნებოდა. შემდეგ სტრასბურგიდან მოვიდა დირექტივა და იძულებულები იყვნენ, გავემართლებინეთ.
დღესაც ე.წ. ოპოზიცია, ხელისუფლება უნისონში, ჰარმონიულად ერთად არიან და ერთად ძარცვავენ და არბევენ ამ ქვეყანას. თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში პარტიები, რომელთაც გამოკვეთილი იდეოლოგია გააჩნიათ, როგორც ჩვენს პარტიას. ჩვენ გვინდა მონარქია, მომავალი, რომ საქართველო დამშვიდდეს და განვითარება დაიწყოს. ასეთ პარტიებს უნდა მოვუწოდოთ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. იმიტომ, რომ თუ კიდევ 4 წელი ესენი მოვიდნენ, საქართველოს მომავალი აღარ ექნება. საქარღვლოს დაიშლება, მორალურად, სულიერად, იმხელა შეტევებია მათი მხრიდან, ეკლესიაზე, სულიერებაზე, მონარქიაზე, ხალხს გამოსავალი აღარ აქვს და გარბიან საქართველოდან“- განაცხადა კობრავამ.
პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი კარტოზიას თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.
„ქართველი ხალხი დაიღალა 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახეების ყურებით. ჩვენ კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს ე.წ. ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რადგანაც ყოველთვის ექნებათ წამოსაძახებელი 9 წლის ამბავი . ჩვენ ვთავაზობთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეროვნული იდეოლოგია გააჩნიათ: გვინდა, შევქმნათ გაერთიანება „ზნეობრივი საქართველო“, სადაც გავაერთიანებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, როემლიც არ იყო მიმხრობილი არც სააკაშვილს და არც დღევანდელ ხელისუფლებას“, – განაცხადა კარტოზიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები