რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 1 აპრილამდე თავისუფალ დასწრებას აცხადებს
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება, 2 მარტიდან პირველ აპრილამდე, ბავშვებს თავისუფალი დასწრების რეჟიმით მიიღებს.
ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“თავისუფალ დასწრება არ ცხადდება ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციით, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ტიპის ვირუსული პანდემიის საფუძველი. თავისუფალი დასწრება ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ მშობელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე,”- აღნიშნულია განცხადებაში.