ქობულეთში დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქობულეთში დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც მედიკოსები ,,რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განმარტავენ, კაცი დაწესებულებაში დაახლოებით ერთი საათის წინ იქნა შეყვანილი. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები და მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურის ჩატარების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ თავდაპირველად საქმეზე  გამოძიება  სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები