იტალიაში ვირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა შორის, 4 ბავშვია

იტალიაში კორონავირუსისგან 70 წლის მამაკაცი, ელიმილია-რომანიას რეგიონში გარდაიცვალა, ჯამში ქვეყნის მასშტაბით ვირუსს უკვე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

იტალიელი მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდეც ჰქონდა.

გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსი 4 ბავშვს გამოუვლინდა: 4 წლის გოგონას, ორ 10 წლის ბავშვს და 15 წლის მოზარდს.

იტალიაში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 374 შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები