სოფელ ტახტისძირში სკოლამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით სოფელ ტახტისძირში სკოლამდე მისასვლელი 526 გრძ.მ გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული პროცესი ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ამჟამად მიწის გრუნტის დამუშავება მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის 336 000 ლარი გაიხარჯება . სამუშაოებს ასრულებს შპს ,,შარა“.