ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეს სასტუმროში საკარანტინო პერიოდს გადის

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ოთხი დღეა საჩხერეს სასტუმროში საკარანტინო პერიოდს გადის.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის თქმით, მოქალაქეებს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ.

”34 მოქალაქე ისევ საკარანტინო პერიოდს გადის. საეჭვო სიმპტომები და სიცხე მათ არ აღენიშნებათ, ყველას მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, უსაფრთხოების მიზნით კიდევ დარჩებიან”, – ამბობს  მაია ხელაძე.

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან 22 თებერვალს ჩამოიყვანეს და საჩხერეს საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები