სალომე სამადაშვილი: ამ ახალგაზრდების ღვაწლი ჩვენი ისტორიის წინაშე უზარმაზარია, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს
ამ ახალგაზრდების ღვაწლი ჩვენი ისტორიის წინაშე უზარმაზარია, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერების მემორიალთან განაცხადა.
“მათი ღვაწლი ჩვენი ისტორიის წინაშე უზარმაზარია იმიტომ, რომ სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არის სამართალმემკვიდრე იმ სახელმწიფოსი, რომლის დასაცავადაც მათ გაწირეს სიცოცხლე და შესწირეს საკუთარი ძალიან ახალგაზრდა სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას”,- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.