საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებული ყველა პირი განკურნეს

საფრანგეთში კორონავირუს COVID -19 -ით დაავადებული ყველა ადამიანი განკურნეს.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა.

“ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევები აღარ გვაქვს. ვირუსი აღარ ვრცელდება. ბოლო პაციენტი, რომელიც ლიონში იყო ჰოსპიტალიზირებული, განიკურნა. მას ვირუსი აღარ აქვს და სახლში დაბრუნდა”,-აღნიშნა მინისტრმა.

ჩინეთში კორონავირუს COVID-19-ს 2663 ადამიანი დაიღუპა, 77 58 დაინფიცირებულია, მათგან 9126 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 27 ათასზე მეტი პაციენტი კლინიკებიდან არიან გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები