დმანისში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა

პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, დმანისის თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში ჩაერთო. ასევე მერიის, საკრებულოს თანამშრომლებისა და მოქალაქეების მხრიდან აქტიური ჩართულობა გამოვლინდა.

ცენტრის მიერ c ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის შესახებ მათ საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროგრამის განხორციელებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 18900 ლარი იქნა გამოყოფილი.

C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდა 60 მოქალაქეს. აქციას დიაბეტის პრევენციის პროექტის ფარგლებში შეუერთდა საქართველოს წითელი ჯვრის დმანისის ფილიალი. სკრინინგი ჩაუტარდა 46 მოქალაქეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები