იტალიიდან ჩამოფრენილი საქართველოს ერთი მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
იტალიაში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, საქართველოში პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მგზავრებს ადგილზე მედიკოსთა ჯგუფი დახვდა, რომლებმაც ჩამოსული ადამიანები შეამოწმეს. იტალიიდან ჩამოსული პირველი საეჭვო პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდება. როგორც იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, მათ პირველი შემოწმება ჯერ კიდევ იტალიაში გაიარეს. მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.