იტალიაში კორონოვირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლომბარდიის რეგიონის ერთ-ერთ საავადმყოფოში 99 წლის მამაკაცი, ხოლო ბერგამოში 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, იტალიაში 219 ადამიანია ინფიცირებულია. ამ სტატისტიკურ მონაცემში როგორც განკურნებულები, ასევე გარდაცვლილები.

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ლომბარდიასა და ვენეტოში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ყველა სკოლა დახურულია. სწავლა 1 მარტს განახლდება.

23 თებერვალს ქვეყნის ხელისუფლებამ ზოგიერთი ქალაქი კარანტინზე ჩაკეტა, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა, მათ შორის ცნობილი ვენეციური კარნავალი. მილანში ოპერის თეატრი „ლა სკალა’ დაიკეტა, მოდელიერმა ჯორჯო არმანიმ კი, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, მესამე ჩვენება, ცარიელ დარბაზში გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები