ივანე მაჭავარიანი: გინდათ ბოლო 6 თვე აიღეთ, გინდათ 2019 წელი და ნახეთ, ამ მოწვევის პარლამენტში კი არა რომელიმე მოწვევის პარლამენტში ოდესმე, ამდენჯერ, თუ იყო მინისტრი მისული

მე არ დავარქმევდი, რომ თავი ავარიდე, მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში 4 ჯერ ვიყავი პარლამენტში,- ასე განმარტა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მიზეზი თუ რატომ არ მივიდა დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

“მე არ დავარქმევდი, რომ თავი ავარიდე, მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში 4 ჯერ ვიყავი პარლამენტში, გინდათ ბოლო 6 თვე აიღეთ, გინდათ 2019 წელი და ნახეთ, ამ მოწვევის პარლამენტში კი არა რომელიმე მოწვევის პარლამენტში ოდესმე ამდენჯერ თუ იყო მინისტრი მისული. თუ რეგლამენტი იმისთვის გვინდა, რომ ანგარიშვალდებულება მთავრობის იყოს პარლამენტთან, ეს არაერთხელ დავამტკიცეთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, სტატისტიკაც არამარტო ჩემი მისვლების რაოდენობა, არამედ, შინაარსობრივად გამოსვლები იქ და საუბრები ანგარიშვალდებულებებს სრულად აკმაყოფილებს”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები