იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში კორონავირუსის გამო ყველა სკოლა დაკეტილია – ინფიცირებულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ლომბარდიასა და ვენეტოში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ყველა სკოლა დახურულია. სწავლა 1 მარტს განახლდება.

ქვეყანაში ვირუსს უკვე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი დაინფიცირებულია.

23 თებერვალს ქვეყნის ხელისუფლებამ ზოგიერთი ქალაქი კარანტინზე ჩაკეტა, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა, მათ შორის ცნობილი ვენეციური კარნავალი. მილანში ოპერის თეატრი „ლა სკალა’ დაიკეტა, მოდელიერმა ჯორჯო არმანიმ კი, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, მესამე ჩვენება, ცარიელ დარბაზში გამართა.

ავსტრიამ იტალიასთან სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ვაგონში ორი მგზავრი იყო, რომლებსაც კორონავირუსი გამოუვლინდათ.

ლომბარდიის მოსაზღვრე შვეიცარიის ტიჩინოს კანტონის, მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ იტალიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება იმაზე უარესია, ვიდრე თავიდან ჩანდა. მისი თქმით, ყველა პაციენტი უნდა იყოს იზოლირებული. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ ვირუსი, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზეც გავრცელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები