დიდ დიღომში მოსახლეობა საბავშვო ბაღთან ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ორი რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მაღალსართულიანი კორპუსები ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, სადაც 500 აღსაზრდელია.

“ვაპროტესტებთ ორი რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას ბაღის ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს. ეს ადამიანები იძახიან, რომ ტერიტორია არის მათი და ერთ-ერთ შესასვლელსაც კეტავენ. ასევე კორპუსის აშენების შემთხვევაში ბაღის ბავშვები იქნებიან დაუცველები ფიზიკურად. აქ იქნება მტვერი,” – განაცხადა  მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” წევრმა გიორგი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები