თეიმურაზ შარაშენიძე ხარკოვის ოლქში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხარკოვში საქართველოს საპატიო საკონსულოში ოლქში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ელჩს ხარკოვში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა გააცნეს, ასევე ისაუბრეს პრობლემატურ საკითხებსა და მათი მოგვარების გზებზე.

ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ქართულ დიასპორებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პოლიტიკა გააცნო, წარუდგინა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური საიტი www.gda.ge და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრის ბოლოს ელჩმა და საელჩოს საკონსულო სამსახურის უფროსმა ნანა ჩაბრავამ დიასპორის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ელჩი ასევე ხარკოვში საქართველოს საპატიო კონსულის საქმიანობას გაეცნო და მასთან ერთად საპატიო საკონსულოს სამომავლო საქმიანობის გეგმები დასახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები