კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან, აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი აშენდება, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან აკავშირებს.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION” ასრულებს და მისი ღირებულება 914 736 ლარს შეადგენს. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.