ჩოხატაურში, სოფელ ზედა ონჭიქედში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ონჭიქედში  მარგალიტაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულებს სამშენებლო მასალით დაეხმარება.

მარგალიტაძეების სახლი დაიწვა, ერთი ადამიანი ცხოვრობდა, შვილები ქუთაისში ჰყავს და მათთან ხშირად იყო. მუნიციპალიტეტი ოჯახს ყველანაირად დაეხმარება. ამჟამად მოვამარაგეთ პირველადი მოხმარების ნივთებით, თუ საჭირო გახდება ქირითაც გავიყვანთ”,- განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები