ასპინძაში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ასპინძაში, ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით, საზოგადოებრივ ცენტრს აშენებს.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “მშენ სერვისი” 697 999 ლარად ასრულებს. კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობა ექვს თვეში, 31 ივლისამდე უნდა დასრულდეს.