მარტვილის მუნიციპალიტეტს ქალაქ ჩარნკოვის დელეგაცია ესტუმრა

მარტვილის მუნიციპალიტეტს დამეგობრებული პოლონეთის ქალაქ ჩარნკოვის დელეგაცია ესტუმრა.

მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ ჩარნკოვის გამგებლის მოადგილეს, მონიკა პიოტროვსკას და პოლონელ ბიზნესმენებს მერიაში უმასპინძლა.

მხარეებმა ერთმანეთს მუნიციპალიტეტებში დანერგილი სხვადასხვა სიახლეების შესახებ პრაქტიკა გაუზიარეს.

სტუმრებმა მარტვილის ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. ასევე, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს დაესწრნენ.

პოლონელმა სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ № 1,  № 2, ნახარებაოს, ნაგვაზაოს, სერგიეთის, ინჩხურის, ბალდის და თამაკონის საბავშო ბაღებს საჩუქრად სათამაშოები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები