ვანო მერაბიშვილი: მივმართავ პოლიციელებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა
მინდა მივმართო პოლიციელებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ თქვენი ღირსება აღდგეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს, აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები, საქართველოს მსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის მსახური, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა”, – განაცხადა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა ციხეში 9 წელი და 6 თვე გაატარა.