ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას ახლობლები და თანაგუნდელები დახვდნენ.
ცნობისთვის, მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს და მას საბოლოოდ სასჯელის ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ყოფილი მაღალჩინოსანს ბრალი რამდენიმე საქმეზე ედებოდა. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.