საქართველოს პორტებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გაიზარდა
ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებმა და საზღვაო ტერმინალებმა 17.2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 2.1 მლნ ტონით აღემატება.
გაიზარდა ნავსადგურებში კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2019 წელს საზღვაო ნავსადგურებმა 647 816 ერთეული კონტეინერი გადაამუშავა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 193 878 ერთეულით აღემატება.
გადამუშავებული ტვირთების მოცულობით ფოთის ნავსადგური ლიდერობს, რომელიც გასულ წელს 8.6 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, მეორე ადგილზეა სუფსის საზღვაო ტერმინალი, რომელმაც 2019 წელს 3.7 მლნ ტონა ტვირთს გადაამუშავა. 3.2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა ბათუმის ნავსადგურმა, ყულევის ტერმინალმა 1.6 მლნ ტონა.